Saturday, July 12, 2014

პროექტი

1. პროექტის სახელწოდება: ,,მუზეუმი-ცოდნის ტაძარი"
2. პროექტის მთავარი იდეა:  ბავშვებს გაუჩნდეთ სურვილი ეწვიონ მუზეუმებს, დაინტერესდნენ სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშების გაცნობით. დამოუკიდებლად მოიძიონ ინფორმაცია და ფოტო მასალები ინტერნეტისა და ენციკლოპედიის დახმარებით.
3. პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეებს უვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები,სწავლობენ ჯგუფურ მუშაობას, უყალიბდებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარი. ეჩვევიან ისტ გამოყენებას.
4. პროექტის მიზნები:  მოსწავლეები დამოუკიდებლად შეაგროვებენ მასალებს ლიტერატურული წყაროებიდან, გაეცნობიან მსოფლიოში უდიდეს მუზეუმების ნუსხას, მასში წარმოდგენილ თითოეული ქვეყნის კულტურას და მათი დაარსების ისტორიას.
5. მონაწილეთა ასაკი:  VII კლასი. 12-13 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა:  2 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან ფოტოალბომს, ასევე კედლის გაზეთს. მოაწყობენ პრეზენტაციებს.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  მოსწავლეები ინფორმაციის მოსაძიებლად ძირითადად იყენებენ ინტერნეტს და სხვადასხვა საიტების მეშვეობით იძიებენ სასურველ ინფორმაციასა და ფოტო მასალას.ასევე იყენებენ ენციკლობედიებს.
9. პროექტის მსვლელობა: დაფაზე ჩამოწერილი სამი თემიდა მოსწავლეებს ვთავაზობ აირჩიონ სასურველი თემა. თემის არჩევის შემდეგ დაიყოფიან  3 ჯგუფად. თითოეული ჯგუფი გაინაწილებს სამუშაოებს. განსაზღვრავენ დროს. შეაგროვებენ მასალებს და დაახარისხებენ. იხილეთ შეფასების რუბრიკა.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორიის დახმარებით ბავშვები ეცნობიან სხვადასხვა ცივილიზაციათა კულტურის არსებობის წლებს და საუკუნეებს. დროში განვითარებას და სხვა უამრავ ინფორმაციას..    გეოგრაფიის დახმარებით ბავშვები ეცნობიან. მნიშვნელოვანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოძიებულ და აღმოჩენილ გარდასული ცივილიზაციების კულტურას.
11. პროექტის ხელმძღვანელი:   ნათია მესხიშვილი

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: natiamesxishvili@gmail.com
13. პროექტის ბლოგი: http://natiamesxishvili.blogspot.com/

No comments:

Post a Comment